„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ შვიდი წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში და 64-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო. ქართველი აქტიურად ჩაერთო თამაშში, დაცვასაც კარგად ეხმარებოდა, ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, შემდეგ მეტოქეს ბურთი აართვა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, დემბელეს პასი გაუკეთა და უსმანმა ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის ცარიელი კარის დალაშქვრა. ცოტა ხანში კი ხვიჩას წამოწყებული კომბინაცია დემბელემ დააგვირგვინა. კომპენსირებულდროში უსმანმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა სამბა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისი მოლში ლითლ თრიის ახალი პარტნიორი ყავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *